ფირსაკრავის ისტორია
მექანიკური ბგერათჩაწერისა და ბგერათწარმოების ხელსაწყო; გამოიგონა ამერიკელმა მეცნიერმა და გამომგონებელმა , თომას ედისონმა 1877 წელს. ბგერა იწერებოდა ლილვაკზე შემოხვეული კალის კილიტაზე (ან ცვილით დაფარულ ქაღალდის ლენტზე) მემბრანასთან დაკავშირებული ნემსით , კილიტის ზედაპირს ნემსი კაწრავდა. ბგერათა აღწარმოების დროს ღარში მოძრავი ნემსი ირხეოდა და მასთან დაკავშირებული მემბრანა ბგერას გამოცემდა. გაუმჯობესებულ ფონოგრაფს XX საუკუნის 30-იან წლებში იყენებდნენ დიქტოფონის სახით, ფონოგრაფის საფუძველზე შექმნილი იყო გრამოფონი და პატეფონი, რომლებიც XX საუკუნის 40-50-იან წლებში შეცვალა ელექტომექანიკურმა და მაგნიტურმა ჩამწერმა, აგრეთვე აღმწარმოებელმა მოწყობილობამ ( ელექტროფონი, მაგნიტოფონი და სხვა).

უდიდესი რევოლუცია მოახდინა 1889 წელს, ემილ ბერლინერის მიერ შექმნილმა გრამაფონურმა დისკმა (ე.წ “ვინილი”, “ფირფიტა”). ბერლინერმა მოახდინა გრამაფონის რეკონსტრუქცია და დისკზე დატანებული მიკროსკოპული ნაკაწრების მიერ გამოწვეული ვიბრაციებით ხდებოდა ბგერის წარმოქმნა.
მაგრამ გამორჩეული ცვლილება მოხდა 1971 წელს, როდესაც სოიჩი ობატამ შექმნა პირველი Technics 1200-SL.
“ტექნისქი”-ს ფირსაკრავი სწრაფად აითვისეს იმ დროინდელმა ნიუ-იორკელმა ჰიფ-ჰოპ დიჯეებმა და დღემდე აღნიშნული ფირსაკრავი ითვლება DJ ინდუსტრიის სტანდარტად.
მას შემდეგ მრავალი სხვა ფირმის ფირსაკრავი გამოვიდა, მაგრამ Technics 1200-SL დღემდე ინარჩუნებს უმაღლესს ხარისხს და რეპუტაციას არ კარგავს.

Technics 1200-SL 
